დემოკრატია

დემოკრატია ) — სახელმწიფო მართვის ფორმა, როდესაც მთელი ძალაუფლება უშუალოდ ხალხს ან მათ წარმომადგენლებს ეკუთვნით. დემოკრატიის უმთავრესი მოთხოვნებია – არჩევითობა და მოკლევადიანობა. გარდა ამისა ცნება დემოკრატია მოიცავს მთელ რიგ უფლებებსა და თავისუფლებას, რომელთაც ბუნება ანიჭებს ყოველ ადამიანს განურჩევლად მისი რასული, ეთნიკური, კონფესიური, რელიგიური, სოციალური, იდეოლოგიური თუ სხვა კუთვნილებისა.
დემოკრატიის ნიშან-თვისებები:
ღარიბთა და უპოვართა მმართველობა; მმართველობის ისეთი ფორმა როცა ხალხი პირდაპირ და უწყვეტად მართავს საკუთარ თავს პოლიტიკოსების და სახელმწიფო მოხელეთა დაუხმარებლად; თანაბარ შესაძლებლობებსა და პიროვნულ უნარს დაყრდნობილი საზოგადოება სადაც იერარქიისა და პრივილეგიების ადგილი არაა. გადაწყვეტილებათა მიღების ისეთი წესი რაც უმრავლესობის მმართველობას ეფუძნება. უმრავლესობის ძალაუფლებაზე კონტროლის განმახორციელებელი უმცირესობის უფლებებისა და ინტერესების უზრუნველმყოფელი სისტემა.


Comments

Popular posts from this blog

მოტივაცია

სრულწლოვანება

ტრეფიკინგი