ტრეფიკინგი

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) არის პროცესი, რომელიც სამი ძირითადი ეტაპისგან შედგება: გადაბირება, ტრანსპორტირება და ექსპლუატაცია.
ადამიანით ვაჭრობა ხდება მაშინ, როდესაც:~
1) გვხვდება სამივე ეტაპი
2)სამივე ეტაპი ერთმანეთთან არის დაკავშირებული
3)მოქმედება ხორციელდება ერთ-ერთი საშუალების გამოყენებით და ექსპლუატაციის მისაღწევად სამივე ეტაპი ერთმანეთს უკავშირდება.


ტრეფიკინგის სახეობები საქართველოში

არასამთავრობო ორგანიზაცია „მიგრაციის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია ორის ტიპის ტრეფიკინგი: სექსუალური და შრომითი ექსპლუატაცია. სხვა გამოვლენილი ჯერ არ ყოფილა. ყველაზე რისკიან რეგიონად კი აჭარას ასახელებს, სადაც მისმა ორგანიზაციამ ტრეფიკინგის წინააღმდეგ კამპანია აწარმოა. ძირითადად, მაინც აჭარა გვევლინება ტრეფიკინგის რეგიონად. პროსტიტუციის დანაშაულში ჩაბმულები არიან, არა საქართველოს, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ბოლოს ტაჯიკეთის მოქალაქე დააკავეს. დამნაშავეს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ტრეფიკინგთან ბრძოლა საქართველოში

არსებობს სპეციალური უწყებათა საბჭო, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს. ამ თემასთან დაკავშირებით არსებობს სამოქალაქო გეგმა, რომელშიც გაწერილია, რა უნდა გააკეთოს თითოეულმა სამთავრობო უწყებამ იმისათვის, რომ ადამიანებით ვაჭრობა, ანუ ტრეფიკინგი აღარ იყოს”. საქართველოში არსებობს ტრეფიკინგთან ბრძოლის ფონდი. “ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონის მიზანია: უზრუნველყოს ადამიანით ვაჭრობის თავიდან აცილება, მის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა, ტრეფიკინგის მსხვერპლთა უფლებების დაცვით. ასევე უზრუნველყოს მათი რეაბილიტაცია. განსაზღვროს ადამიანით ვაჭრობის დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების თავისებურებები. ამჟამად, ყველაზე დიდი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში მუშაობს ტრეფიკინგთან ბრძოლასთან დაკავშირებით არის IOM. IOM-ი საქართველოში მოიპოვებს და ანახლებს ინფორმაციას, როგორც კი ასეთი ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება და გარკვეული ორგანიზაციები სთავაზობენ ხალხს ვიზებს და საზღვარგარეთ დასაქმებას. შეგვიძლია ერთმანეთისაგან განვასხვავოთ კანონიერი ორგანიზაციები და ის ორგანიზაციები, რომლებიც ტრეფიკინგს ეწევიან. ის ორგანიზაციები, რომლებიც ცნობილი ხდებიან, როგორც ტრეფიკინგში ჩართული ორგანიზაციები, ხშირად იცვლიან სახელებს და მისამართებს, რაც ართულებს მათი პოტენციური კლიენტების გაფრთხილებას მოსალოდნელი საშიშროების შესახებ. მოქმედებს ცხელი ხაზი, რომელიც სხვადასხვა სახის მომსახურებას სთავაზობს პირებს, რომლებიც რეკავენ ამ ხაზზე, მათ შორის აწვდიან ინფორმაციას კონკრეტული დამსაქმებელი ორაგანიზაციის შესახებ, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი ინფორმაცია მათთვის ხელმისაწვდომია.




Comments

Popular posts from this blog

მოტივაცია

სრულწლოვანება