მოტივაცია


მოტივაციის ცნება ლათინური ენიდან მომდინარეობს, კონკრეტულად სიტყვიდან “movere”, რაც მოძრაობას, მიზნისკენ სწაფვას, მიმართულების მიცემას გულისხმობს. მოტივაცია ფსიქოლოგიაში სწორედ ფსიქიკური და ფიზიკური აქტივობების დაწყების, მათთვის მიმართულების მიცემისა და მართვის პროცესს ეწოდება. თავის მხრივ, მოტივაცია შედგება მექანიზმებისგან, რომლებიც ერთ აქტივობას უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებენ, ვიდრე მეორეს, და შემდეგ არჩეულ აქტივობას, განხორციელების პროცესში,  ენერგიას, სიმტკიცეს და მდგრადობას სძენენ. 
არსებობს მოტივაციის თეორიები, რომლებიც განსხვავებული რაკურსიდან ცდილობენ ახსნან და იწინასწარმეტყველონ ინდვიდუალური ქცევების ზოგადი პატერნები და მოგვაწოდონ ინფორმაცია  ზოგადი ფუნქციონირებისა და პრიორიტეტების შესახებ.
მოტივაციური თეორიების ამოსავალი წერტილი არის კითხვა „რატომ“. რატომ იქცევიან/ფიქრობენ ადამიანები ისე, როგორც იქცევიან და ფიქრობენ?

მოტივაცია უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სამოქალაქო მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. მოტივაცია შეიძლება იყოს გარეგანი და შინაგანი.
შინაგანი მოტივაცია განპირობებულია ამოცანის/მიზნის მიმართ ინტერესით და სიამოვნების გრძნობით, რომელსაც იწვევს მიზნისკენ სწრაფვა.
გარეგან მოტივაციას განაპირობებს გარე ფაქტორები. გარე მოტივატორების მაგალითებია ჯილდო, ფულადი წახალისება, ნიშანი, დასჯის შიში. კონკურენცია, თავისი ბუნებით, გარე მოტივატორია, ისევე როგორც საზოგადოებრივი აზრი.





Comments

Popular posts from this blog

სრულწლოვანება

ტრეფიკინგი