სრულწლოვანება
სრულწლოვანება ნიშნავს იმას, რომ ამ ასაკის ადამიანი უკვე სრულად სარგებლობს ყველა სამოქალაქო უფლებით და ყველა სამოქალაქო ვალდებულებაც ეკისრება. საქართველოში ასეთ ასაკად 18 წელი ითვლება. თუმცა, რეალურად, სრულწლოვანებას ძირითადი მოქალაქეობრივი უფლება-მოვალეობანი უკავშირდება, თორემ არაერთი უფლება თუ მოვალეობაა ისეთი, რომელიც 18 ასაკის მიღწევისას არ წარმოიშობა და ამისთვის უფრო მეტი ასაკია საჭირო.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია სრულწლოვანების ასაკი, თუმცა უმეტესად 18 წლის შესრულებაა ასეთად მიჩნეული. არსებობს საერთაშორისო კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ყოველი ადამიანი 18 წლის ასაკამდე ითვლება ბავშვად. ძირითადად, სწორედ აქედან მომდინარეობს მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკა სრულწლოვანების ასაკად 18 წლის მიჩნევის შესახებ.
Comments
Post a Comment