Posts

Showing posts from June, 2018

სრულწლოვანება

Image
სრულწლოვანება ნიშნავს იმას, რომ ამ ასაკის ადამიანი უკვე სრულად სარგებლობს ყველა სამოქალაქო უფლებით და ყველა სამოქალაქო ვალდებულებაც ეკისრება. საქართველოში ასეთ ასაკად 18 წელი ითვლება. თუმცა, რეალურად, სრულწლოვანებას ძირითადი მოქალაქეობრივი უფლება-მოვალეობანი უკავშირდება, თორემ არაერთი უფლება თუ მოვალეობაა ისეთი, რომელიც 18 ასაკის მიღწევისას არ წარმოიშობა და ამისთვის უფრო მეტი ასაკია საჭირო. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია სრულწლოვანების ასაკი, თუმცა უმეტესად 18 წლის შესრულებაა ასეთად მიჩნეული. არსებობს საერთაშორისო კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ყოველი ადამიანი 18 წლის ასაკამდე ითვლება ბავშვად. ძირითადად, სწორედ აქედან მომდინარეობს მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკა სრულწლოვანების ასაკად 18 წლის მიჩნევის შესახებ.

დემოკრატია

Image
დემოკრატია ) — სახელმწიფო მართვის ფორმა, როდესაც მთელი ძალაუფლება უშუალოდ ხალხს ან მათ წარმომადგენლებს ეკუთვნით. დემოკრატიის უმთავრესი მოთხოვნებია – არჩევითობა და მოკლევადიანობა. გარდა ამისა ცნება დემოკრატია მოიცავს მთელ რიგ უფლებებსა და თავისუფლებას , რომელთაც ბუნება ანიჭებს ყოველ ადამიანს განურჩევლად მისი რასული, ეთნიკური, კონფესიური, რელიგიური, სოციალური, იდეოლოგიური თუ სხვა კუთვნილებისა. დემოკრატიის ნიშან-თვისებები: ღარიბთა და უპოვართა მმართველობა; მმართველობის ისეთი ფორმა როცა ხალხი პირდაპირ და უწყვეტად მართავს საკუთარ თავს პოლიტიკოსების და სახელმწიფო მოხელეთა დაუხმარებლად; თანაბარ შესაძლებლობებსა და პიროვნულ უნარს დაყრდნობილი საზოგადოება სადაც იერარქიისა და პრივილეგიების ადგილი არაა. გადაწყვეტილებათა მიღების ისეთი წესი რაც უმრავლესობის მმართველობას ეფუძნება. უმრავლესობის ძალაუფლებაზე კონტროლის განმახორციელებელი უმცირესობის უფლებებისა და ინტერესების უზრუნველმყოფელი სისტემა.

საქართველოს კონსტიტუცია

Image
დღესდღეობით ჩვენს კონსტიტუციაში 11თავია. ბოლო თავი მეცხრეა, მაგრამ მეოთხესა და მეშვიდეს შემდეგ ჩამატებულია დამატებითი თავები. 1. ზოგადი საკითხები: ქვეყნის ტერიტორიული მოწყობა, სახელმწიფი სიმბოლიკები და ასე შემდეგ. 2.მოქალაქეობის ზოგადი წესები და ადამიანის უფლებები. 3.საქართველოს პარლამენტი. 4.საქართველოს პრეზიდენტი. 4'.საქართველოს მთავრობა. 5.სასამართლო ხელისუფლება. 6.სახელმწიფო ფინანსები და მისი კონტროლი. 7.სახელმწიფოს თავდაცვა. 7'.ადგილობრივი თვითმმართველობა. 8.კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის წესი. 9.გარდამავალი დებულებები:კანონის მოქმედების დრო და სფერო.

ბოლონიის პროცესი

Image
ბოლონიის პროცესი - ევროპის ქვეყნების განათლების სისტემების დაახლოებისა და ჰარმონიზაციის პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს ერთიანი ევროპული სივრცის შექმნას უმაღლესი განათლებისათვის. ამ უკანასკნელის მიზანი კი არის ევროპის მოქალაქეთა დასაქმებისა და მობილობის გაძლიერება და ევროპული უმაღლესი განათლების საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გაზრდა. ბოლონიის პროცესი დაიწყო უნივერსიტეტის დიდი ქარტიით . ეს იყო პროცესის საპროგრამო დოკუმენტი , რომელიც მიღებულ იქნა ქალაქ ბოლონიაში , მსოფლიოს უძველესი ბოლონიის უნივერსიტეტის 900 წლისთავზე, 1988 წელს 382-მა უნივერსიტეტმა 'მიიღო. ბოლონიის პროცესს საქართველო 2005 წლის მაისში შეუერთდა, ნორვეგიის ქალაქ ბერგენში. ბოლონიის დეკლარაცია, უპირველესად, გულისხმობს სტუდენტების მობილობის (თავისუფალი მოძრაობის) ხელშეწყობას. მობილობა არის სტუდენტის უფლება, თავად გადაწყვიტოს, თუ რომელ საგანმანათლებლო პროგრამაზე და დაწესებულებაში გააგრძელებს სწავლას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

მოტივაცია

Image
მოტივაციის ცნება ლათინური ენიდან მომდინარეობს, კონკრეტულად სიტყვიდან “movere”, რაც მოძრაობას, მიზნისკენ სწაფვას, მიმართულების მიცემას გულისხმობს. მოტივაცია ფსიქოლოგიაში სწორედ ფსიქიკური და ფიზიკური აქტივობების დაწყების, მათთვის მიმართულების მიცემისა და მართვის პროცესს ეწოდება. თავის მხრივ, მოტივაცია შედგება მექანიზმებისგან, რომლებიც ერთ აქტივობას უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებენ, ვიდრე მეორეს, და შემდეგ არჩეულ აქტივობას, განხორციელების პროცესში,  ენერგიას, სიმტკიცეს და მდგრადობას სძენენ.  არსებობს მოტივაციის თეორიები, რომლებიც განსხვავებული რაკურსიდან ცდილობენ ახსნან და იწინასწარმეტყველონ ინდვიდუალური ქცევების ზოგადი პატერნები და მოგვაწოდონ ინფორმაცია  ზოგადი ფუნქციონირებისა და პრიორიტეტების შესახებ. მოტივაციური თეორიების ამოსავალი წერტილი არის კითხვა „რატომ“. რატომ იქცევიან/ფიქრობენ ადამიანები ისე, როგორც იქცევიან და ფიქრობენ? მოტივაცია უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სამოქალაქო მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. მოტივაცია შეიძლება იყოს გარეგანი და შინა...

ტრეფიკინგი

Image
ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) არის პროცესი, რომელიც სამი ძირითადი ეტაპისგან შედგება: გადაბირება, ტრანსპორტირება და ექსპლუატაცია. ადამიანით ვაჭრობა ხდება მაშინ, როდესაც:~ 1) გვხვდება სამივე ეტაპი 2)სამივე ეტაპი ერთმანეთთან არის დაკავშირებული 3)მოქმედება ხორციელდება ერთ-ერთი საშუალების გამოყენებით და ექსპლუატაციის მისაღწევად სამივე ეტაპი ერთმანეთს უკავშირდება. ტრეფიკინგის სახეობები საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია „მიგრაციის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია ორის ტიპის ტრეფიკინგი: სექსუალური და შრომითი ექსპლუატაცია. სხვა გამოვლენილი ჯერ არ ყოფილა. ყველაზე რისკიან რეგიონად კი აჭარას ასახელებს, სადაც მისმა ორგანიზაციამ ტრეფიკინგის წინააღმდეგ კამპანია აწარმოა. ძირითადად, მაინც აჭარა გვევლინება ტრეფიკინგის რეგიონად. პროსტიტუციის დანაშაულში ჩაბმულები არიან, არა საქართველოს, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ბოლოს ტაჯიკეთის მოქალაქე დააკავეს. დამნაშავეს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ტრეფიკინგთან ბრძოლა საქა...